Робота для біженців з України
დემი შეფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დემი შეფი
მომწოდებელი: კაფე სტამბა
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 18 მაისი
"Café Stamba" აცხადებს ვაკანსიას აზიური სამზარეულოს დემი შეფის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას N14
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** შეფ მზარეულის დავალებების შესრულება;
** შეკვეთის შესრულება, რეცეპტების შესაბამისად;
** ახალი რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
** სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი;
** მარაგების შეკვეთის აღწერა და განხორციელება;

საჭირო უნარები:

** გამოცდილება აზიურ სამზარეულოში ჩაითვლება უპირატესად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
** ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@Stambahotel.com 2024 წლის 2 მაისის ჩათვლით. გთხოვთ, "სათაურის ველში" მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე