Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ეი-ბი-ეფ
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 18 მაისი
შპს "ეი - ბი - ეფ" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე შესყიდვების /წარმოების მიმართულებით.

მდებარეობა: ვაზიანის მიმდებარე ტერიტორია. (მეტრო ზედა- სამგორიდან 20 წთ)
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან მონათესავე დისციპლინაში;
** წარმოების ბუღალტრად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება აუცილებელია;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგად ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** პროგრამა ბალანსში მუშაობის გამოცდილება;

მოვალეობები:

** ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება;
** შესყიდვების/რეალიზაციების/წარმოების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი მისი პროგრამული ასახვა და შენახვა/დაარქივება;

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
** მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელფოსტაზე: n.zhorzholadze@marnaveli.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი შესყიდვების/წარმოების მიმართულებით" რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

ხელფასი 1800 ლარი.
ერთჯერადი კვება კომპანიის სახსრებით.
კომპანიას ემსახურება ტრანსპორტი, მეტრო სამგორი (ზედა) - საწარმოს ტერიტორია.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. ეი-ბი-ეფ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე