Робота для біженців з України
ძველი პურის აღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ძველი პურის აღმრიცხველი
მომწოდებელი: იფქლი
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 18 მაისი
პურ-ფუნთუშეულის საწარმო "იფქლი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიებიდან დაბრუნებული/ძველი პურის აღმრიცხველის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი;

თანამდებობრივი მოვალეობები:

** სარეალიზაციო ქსელიდან საწარმოში დაბრუნებული პროდუქტის სათანადოდ (კატეგორიის მიხედვით) აღწერა/მითვლა და მონაცემების შეტანა საამისოდ განკუთვნილ დოკუმენტში და აღნიშნული ინფორმაციის დამსაქმებლისთვის მიწოდება.
** რეალურად დაბრუნებული პროდუქციის ზედნადების მიხედვით დაბრუნებულ მონაცემებთან შედარება
** დისტრიბუტორის მიერ წაღებული და დატოვებული ცარიელი ყუთების კონტროლი
** სარეალიზაციო ობიექტებიდან უკან დაბრუნებული პროდუქციის სამეურნეო მიზნით (ფერმერებზე) რეალიზაცია, ანგარიშსწორება, მონაცემების აღრიცხვა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, პოლიციის ქუჩა N9.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 09:00-დან 18:00-მდე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 574 174 357
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე