Робота для біженців з України
პრისეილერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისეილერი
მომწოდებელი: ქართული ღვინის სახლი
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 18 მაისი
კომპანია "ქართული ღვინის სახლი" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე HoReCa მიმართულებით.

შერჩეული კანდიდატი/კანდიდატები პირველი ერთი თვის მანძილზე გაივლიან სტაჟირებას.

აუცილებელი მოთხოვნები:

** პრისელერის პოზიციაზე HoReCa-ს მიმართულებით მუშაობის გამოცდილება 2-3 წელი (!);
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** საკუთარ სახელზე (!) გაფორმებული ავტომობილი (სავალდებულოა);
** სასურველია გამოცდილება და ცოდნა ღვინის და ალკოჰოლური სასმელების გაყიდვების სფეროში;

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი ობიექტების მოძიება, კლიენტების მოზიდვა და მოლაპარაკებების წარმოება;
** შეკვეთების გაფორმება;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივად ზრუნვა;
** კლიენტებისთვის პროდუქციის ასორტიმენტის გაცნობა და კონსულტაციის გაწევა;
** კლიენტებისგან შეკვეთის მიღება და მონიტორინგი;
** კლიენტების მონაცემთა ბაზებზე მუშაობა, მუდმივი განახლება და კონტროლი.
** დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესრულება.

სამუშაო პირობები:

ადგილმდებარეობა: თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. #58
სამუშაო განაკვეთი: სრული - 09:30 სთ. - 18:30 სთ.
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე (ორშაბათი - პარასკევი).
ანაზღაურება: 1200 ლარი, + ყოველთვიური ბონუსი;
სხვა ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr.gwhouse@gmail.com და აუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პრისეილერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე