Робота для біженців з України
ქსელის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 02 მაისი
"Hash Bank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. Ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორაციული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: ქსელის ადმინისტრატორი

ძირითადი ფუნქციები:

** კომპანიაში არსებული ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების ბრანდმაუერებზე კონფიგურირება;
** ბიზნეს ტექნოლოგიების დიზაინის შემუშავება, დანერგვა და კონფიგურაცია;
** ქსელური და ტექნიკური არქიტექტურის განვითარებაზე ზრუნვა;
** ქსელური მიგრაციის გეგმების შემუშავება და აღსრულება;
** ქსელური ინფრასტრუქტურის პროგრამული უზრუნველყოფა;
** ქსელური ინფრასტრუქტურის დაგეგმვა და განვითარება;
** ქსელური მოწყობილობების ადმინისტრირება და საინჟინრო სამუშაოების შესრულება;
** უსადენო წვდომის წერტილების კონფიგურაცია და მართვა;
** ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყობილობების კონფიგურაციების სარეზერვო ასლების შექმნა;
** ქსელურ ინფრასტრუქტურაში წარმოქმნილ პრობლემებსა და ინციდენტებზე რეაგირება;
** VPN კავშირების კონფიგურაცია;
** მოთხოვნიდან გამომდინარე, დამკვეთთან კომუნიკაციის პროცესში ჩართულობა;
** უშუალო ხელმძღვანელთან პერიოდული ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სხვადასხვა მწარმოებლის ბრანდმაუერებთან მუშაობის გამოცდილება (ინსტალაცია, კონფიგურაცია);
** სხვადასხვა მწარმოებლის კომუტატორებთან და მარშრუტიზატორებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ბრანდმაუერის მწარმოებლის ინჟინრის სერტიფიკატი;
** ჩამოთვლილ ტექნოლოგიებსა და პროტოკოლებთან მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება: BGP, EIGRP, OSPF, VRF, BGP EVPN, VXLAN, IPSEC VPN, GRE, SSL VPN, DMVPN, HSRP, VRRP, dot1x, SD-WAN, Cisco ISE, Cisco SD- access;
** სასურველია Cisco CCNP enterprise (ENCOR & ENARSI) სერტიფიკატის ფლობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2 მაისი, 2024.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე