Робота для біженців з України
ტექნიკური მენეჯერი - ბაღდათი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: კურორტი საირმე
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 18 მაისი
კურორტი "საირმე" მდებარეობს სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში, ქუთაისის სამხრეთით ზღვის დონიდან 950 მ-ზე და ადმინისტრაციულად ბაღდათის რეგიონს ეკუთვნის. "საირმე" ევროპის ყველაზე დიდი კურორტია. მწვანე საფარი შეადგენს 60 ჰექტარს და არის ერთადერთი კურორტი, სადაც 4 სხვადასხვა მინერალური სამკურნალო თვისების და 1 თერმული წყარო ამოედინება რითაც მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი. ახალი კურორტ "საირმის" რეაბილიტაციის შემდეგ კომპლექსში წარმოდგენილია 2 სასტუმრო, ჯამში 256 ნომრით, სადაც 700-მდე ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

კურორტზე ფუნქციონირებს სპა და ველნეს ცენტრი, დიდი მოცულობის კომპლექსი 57 ტიპის თერმული და მინერალური წყლებით გამაჯანსაღებელ პროცედურას სთავაზობს დამსვენებლებს. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ საკურორტო პოლიკლინიკით, რომელიც სასტუმრო საირმის ტერიტორიაზე მდებარეობს და დამსვენებლებს 24 საათის განმავლობაში სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებას, როგორიცაა, თერაპიული, კარდიოლოგიური, უროლოგიური კონსულტირება.

კურორტი "საირმე" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე:

მდებარეობა: ბაღდათი, კურორტი საირმე
სამუშაო განაკვეთი: სრული სტანდარტული

პოზიციის მიზანი:

ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორი პასუხისმგებელია კურორტის კუთვნილ ტერიტორიაზე არსებული ყველა ობიექტის და აუთლეტის ტექნიკური ხაზის უზრუნველყოფაზე და გამართულ მდგომარეობაში ყოფნაზე. ის უზრუნველყოფს ტექნიკური სამსახურის თანამშრომლების სამუშაო პროცესის დაგეგმვასა და მიმართულების მიცემას სერვისის უმაღლესი ხარისხის მისაწოდებლად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კურორტზე არსებულ შენობებში განთავსებული მოწყობილობა-დანადგარების იდეალურ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** ტექნიკური თვალსაზრისით სასტუმროს გამართულ მუშაობაზე ზრუნვა;
** ტექნიკური პერსონალის საქმიანობის მონიტორინგი და შესრულებული სამუშაოების შედეგების კონტროლი;
** ტექნიკური მარაგების კონტროლი;
** სასტუმროს ფუნქციონირების უწყვეტობაზე ზრუნვა;
** პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების გრაფიკების შედგენა და ფუნქციების გონივრული განაწილება;
** გათბობის, წყალმომარაგების, კავშირგაბმულობისა და სხვა სისტემების გამართულ ფუნქციონირებაზე ზრუნვა, ტექნიკური მოწყობილობების საექსპლუატაციო მოთხოვნის შესაბამისად;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავსი მიმართულების ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ტექნიკურ დანადგარებთან მუშობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.

პროფესიული უნარები:

** დროის მართვისა და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** სტრესულ, ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;
** ეფექტური დელეგირების უნარი.

პიროვნული უნარ/ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მოტივირებული, კრეატიული;
** გამოსავლის ალტერნატიული გზების ძიების უნარი;
** სიახლის ათვისების უნარი;
** პუნქტუალური, სწრაფი;
** მოქნილობა, მოხერხებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საცხოვრებელს;
** კვებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელმისამართზე: Hr@sairmeresort.ge

"კურორტი საირმე" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე