Робота для біженців з України
საკრედიტო რისკების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკრედიტო რისკების მენეჯერი
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 02 მაისი
"Hash Bank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. Ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორაციული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: საკრედიტო რისკების მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

** საკრედიტო რისკების მიმართულების პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავებაში აქტიური მონაწილეობის მიღება რეგულატორული მოთხოვნებისა და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
** საკრედიტო რისკების შეფასების პროცესის დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
** საკრედიტო ანგარიშების, ფინანსური მონაცემებისა და სხვა რელევანტური ინფორმაციის ანალიზი;
** საკრედიტო პორტფელის კონტროლი და რისკის პოტენციური სფეროების განსაზღვრა;
** საკრედიტო სქორინგის მოდელების შემუშავება და მათი მონიტორინგი სესხის დამტკიცების პროცესის ავტომატიზაციისა და გამარტივების მიზნით;
** საკრედიტო რისკების მოდელირებისა და ანალიზის პროცესის სრულყოფა/ გაუმჯობესება ინდუსტრიის მიმდინარე ტენდენციების შესაბამისად;
** საკრედიტო რისკების მიმართულების მიერ წარმართული საქმიანობის მარეგულირებელ ორგანოსთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით ადაპტირება.
** შიდა სტეიკჰოლდერებთან (სამართლებრივი და ფინანსური გუნდები) მჭიდროდ თანამშრომლობა რისკ ფაქტორების იდენტიფიცირებისა და შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
** მმართველობითი და რეგულატორული ანგარიშგების დროულად და უშეცდომოდ წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, ან მონათესავე სფერო.
ენები: სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

გამოცდილება:

** მინიმუმ, 2 წლიანი გამოცდილება საბანკო სექტორში, საკრედიტო რისკების მიმართულებით;
** პროცესებისა და პროცედურების დანერგვისა და განხორციელების გამოცდილება;
** საკრედიტო სქორინგის მოდელის ცოდნა/მუშაობის/დანერგვის პროცესში მონაწილეობის გამოცდილება

ცოდნა და უნარები:

** საკრედიტო რისკებთან დაკავშირებული მარეგულირებელი მოთხოვნების ცოდნა;
** ბიზნეს პროცესების განვითარებასთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ფოკუსირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ახალი იდეებისა და პერსპექტივის მიმღებლობის უნარი;
** კარგად განვითარებული ანალიტიკური და წერითი უნარები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2 მაისი, 2024.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე