Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - თბილისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: MBG შრომის უსაფრთხოება
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 18 მაისი
"MBG Safety" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისსა და ბათუმში.

"MBG შრომის უსაფრთხოება (MBG Safety)" წარმოადგენს "ემბიჯი ჯგუფის" წევრ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას ყველა ეკონომიკურ სფეროში. ამჟამად "ემბიჯი სეიფთი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 300-ზე მეტ კომპანიასთან პარტნიორობს.

თუკი გსურთ ერთად შევქმნათ შრომის უსაფრთხოების ახალი კულტურა საქართველოში, მაშინ გელით ჩვენს მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში.

მოვალეობები:

** სამუშაო პროცესის დაგეგმვა და ანალიზი;
** კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
** პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და მათთვის სერვისის შეთავაზება;
** არსებულ კლიენტებთან შეთავაზების განახლება;
** კომპანიის გაყიდვების ქსელის გაფართოება;
** რეპორტინგი ხელმძღვანელთან.

მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** შრომის უსაფრთხოების სფეროთი დაინტერესება;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მართვის მოწმობა და ჰყავთ საკუთარი ავტომობილი.

რას გთავაზობთ ჩვენ?

** კონკურენტული ანაზღაურება;
** სტანდარტული გრაფიკი;
** მეგობრული გარემო

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: safety@mb.ge. წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ფილიალი - "გაყიდვების მენეჯერი - თბილისი" ან "გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი".

"MBG Safety" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე