Робота для біженців з України
ბექ-ოფისის ჯგუფის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბექ-ოფისის ჯგუფის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Delivo
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
"დელივო" არის ამანათების მიწოდების სტარტაპ კომპანია, რომელიც სთავაზობს მოწინავე ტექნოლოგიების და ლოჯისტიკის სისტემის დანერგვის საშუალებით მომხმარებლებს სწრაფ და საიმედო ამანათების მიწოდების სერვისებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი მიზანია შევქმნათ მარტივი, სწრაფი და თანამედროვე მიტანის სერვისი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკის ზრდას.

"დელივო" აცხადებს ვაკანსიას ბექ-ოფისის ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე თბილისში.

ლოკაცია: ქ.თბილისი, ფარსადანის ქ. N10

ძირითადი მოვალეობები:

** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
** ცვლის სამუშაო პროცესის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** საჭირო დოკუმენტაციის კონტროლი და პროგრამული აღრიცხვა, როგორც ამანათის მიღებისას, ასევე გაცემისას;
** სამუშაო დღის დაგეგმვა და პრიორიტეტების განსაზღვრა;
** შეკვეთების გადანაწილების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია ჯგუფის ხელმძღვანელად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** თბილისის უბნებისა და საქართველოს რეგიონების კარგი ცოდნა;
** Excel-ის ცოდნა საბაზისო დონეზე.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** სამუშაოს დაგეგმვის და დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისების და თვითგანვითარების უნარი;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილებაც შეესაბამება მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელმისამართზე: vacancy@dflgroup.net არაუგვიანეს 2024 წლის 17 მაისისა.
გთხოვთ, მიუთითოთ სათაურში დარგობრივი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

"დელივო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"დელივოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "დელივოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე