Робота для біженців з України
ბუღალტერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Grand Bellagio
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 18 მაისი
საერთაშორისო ჯგუფი "Grand Bellagio" აცხადებს მიღებას ხელფასების ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების #3, სამორინე "Grand Bellagio"
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00, შესვენება 1 საათი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახლად მიღებული თანამშრომლების მონაცემების შეყვანა სახელფასო უწყისში;
** თანამშრომლების ტაბელებისა და შესვლა/გასვლის აღრიცხვის მონაცემების დადარება და ნამუშევარი საათების კორექტირება საჭიროების შემთხვევაში;
** კომპანიის თანამშრომლების ხელფასის დაანგარიშება;
** სახელფასო გადასახადების დარიცხვა და კონტროლი;
** დამატებითი არამატერიალური სარგებლის დარიცხვა და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, განსაკუთრებით დიდ ორგანიზაციებში;
** რუსული ენის ცოდნა აუცილებელი პირობაა;
** MS Excel და საბუღალტრო პროგრამების კარგად ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კარიერულ განვითარებას;
** თანამშრომელზე ორიენტირებულ გარემოს;
** საუკეთესო ბენეფიტ პაკეტს.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: career.batumi@grandbellagio.ge.

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე