Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდში
მომწოდებელი: Self.HR
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 18 მაისი
"Self.HR" არის ტექნოლოგიური სტარტაპი, რომელიც ქმნის ციფრულ გადაწყვეტილებებს HR ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციისთვის. "Self.HR"-ის სისტემით 700-ზე მეტი ქართული თუ საერთაშორისო კომპანიის HR ბიზნეს პროცესი იმართება, ხოლო "Self.HR"-ის აპლიკაციით ყოველდღიურად მათი 90 000- ზე მეტი თანამშრომელი სარგებლობს.

სელფის გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდში სტაჟირების 3 თვიან პროგრამაზე.

** თუ გიყვარს ტექნოლოგიები
** თუ გინდა განავითარო შენი პროფესიული უნარები
** თუ გიყვარს გამოწვევები და არ უშინდები სიახლეებს

მაშინ აღნიშნული სტაჟირების პროგრამა შენთვისაა.

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში სტაჟიორი ჩართული იქნება შემდეგ პროცესებში:

** სისტემურ განახლებებზე პარტნიორ კომპანიებთან ინფორმაციის მიწოდების პროცესში ჩართულობა
** სისტემის ფუნქციონალების შესახებ მინი ტრენინგების ჩატარება
** მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის პროცესში ჩართულობა
** ხანგრძლივობა: 3 თვე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** კარგი საკომუნიკაციო უნარები

რას ვთავაზობთ კანდიდატს:

** ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება - 400 ლარი
** სტუდენტებზე მორგებული გრაფიკი (კვირაში 30 სთ)
** სამუშაო ადგილი: ა. პოლიტკოვსკაიას 3
** კომფორტულ სამუშაო გარემოს და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს;
** სწრაფ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას;

თუ დაინტერესდით ჩვენი სტაჟირების პროგრამით, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@self.ge

არ დაგავიწყდეთ, სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება.

წარმატებებს გისურვებთ!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე