Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Professional Travel Service
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 18 მაისი
სს "პროფეშონალ თრეველ სერვის" PTS  აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტურისტული პროდუქტების რეალიზაცია;
** სტუმრების დახვედრისა და ტრანსფერების ორგანიზება;
** რეპორტინგის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word; Excel; PowerPoint; Outlook).
** სასურველია მომსახურების სფეროში მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

სამუშაო გრაფიკი:

კვირაში ხუთი სამუშაო დღე 10:00-დან 18:00-მდე;
სამუშაო ადგილი: ქ.ბათუმი, რუსთაველის N 14.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gdm.gе

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "პროფეშონალ თრეველ სერვის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზიუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე