Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Arrival DMC
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 18 მაისი
"Arrival DMC" (შემომყვანი ტურისტული კომპანია) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი), შაბათი - შეთანხმებული გრაფიკით

განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით.

შპს "ერაივალ" 6 წელია წარმატებით ოპერირებს შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით და ემსახურება ტურისტებს მრავალი ქვეყნიდან.

მოვალეობები:

** ტურისტული პაკეტების შედგენა/კალკულაცია
** სასტუმროს/გიდის/რესტორნის დაჯავშნა
** დადასტურებული ჯავშნის სისტემაში ასახვა
** ელექტრონული საშუალებებით პარტნიორებთან კომუნიკაცია
** ხარჯთაღრიცხვა ტურის დასრულებისას

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა და ასევე სასურველია რუსული;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღება;
** დროის მენეჯმენტი, სამუშაო დროს გადანაწილება.

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე, ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით.

ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 18 მაისის ჩათვლით, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@arrival.travel. ამასთანავე, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე