Робота для біженців з України
ექიმის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმის ასისტენტი
მომწოდებელი: ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ექიმის (ნეიროქირურგი) ასისტენტის პოზიციაზე.

ჰოსპიტლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://www.ahtbilisi.com/

ადგილმდებარეობა: 0102 თბილისი, უშანგი ჩხეიძის ქ. #17
სამუშაო განაკვეთი: სრული, 09:00-დან 18:00-მდე

ფუნქციები:

** უზრუნველყოს ექიმის დახმარება ადმინისტრაციული საკითხებისა და პაციენტის მომსახურების მიმართულებით
** კლინიკის მიერ შემუშავებული პოლისებისა და პროტოკოლების შესრულება
** ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაში მუშაობა უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში
** კვლევის ჩანაწერების ზუსტად და დროულად მომზადება
** ექიმის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის მოძიება, შეკრება და მიწოდება
** სამედიცინო დოკუმენტაციის დროული და სრულყოფილი წარმოება
** პაციენტის მომსახურება სერვისის სტანდარტების შესაბამისად
** პაციენტის ისტორიის შევსება ექიმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით
** ექიმის მითითებით პაციენტებთან კომუნიკაცია (სატელეფონო, ელექტრონული, ინტერპერსონალური)
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მედიცინის/საზოგადოებრივი ჯანდაცვის/ჯანდაცვის ადმინისტრირების ან სხვა შესაბამისი მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (Word, Excel, Outlook)
** სერვისის სტანდარტების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.

პიროვნული უნარები:

** კეთილგანწყობა და თავაზიანობა
** ემპათიურობა
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი
** კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე