Робота для біженців з України
ინვესტიციების ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინვესტიციების ანალიტიკოსი
მომწოდებელი: საპენსიო სააგენტო
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 03 მაისი
სსიპ - საპენსიო სააგენტო აცხადებს ვაკანსიას საინვესტიციო სამსახურის პორტფელური ინვესტიციების განყოფილებაში, ინვესტიციების ანალიტიკოსის პოზიციაზე.

საინვესტიციო სამსახურის შესახებ:

საინვესტიციო სამსახური არის "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი სტრუქტურული ერთეული სსიპ საპენსიო სააგენტოში, რომლის ამოცანაა საპენსიო აქტივების ინვესტირება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად. საინვესტიციო სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი, ხოლო საინვესტიციო საქმიანობას ზედამხედველობს საინვესტიციო საბჭო. საპენსიო აქტივების ინვესტირება არის რეგულირებადი საქმიანობა და საინვესტიციო პროცესების მარეგულირებელი არის საქართველოს ეროვნული ბანკი. საპენსიო სააგენტოში საინვესტიციო საქმიანობა მიმდინარეობს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია საინვესტიციო საბჭოს მიერ, ხოლო პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელია საინვესტიციო სამსახური.

დამატებითი ინფორმაცია საპენსიო სააგენტოსა და მის საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.pensions.ge

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაო განაკვეთი: სრული

ინვესტიციების ანალიტიკოსის ძირითადი პასუხისმგებლობები:

** საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელების მართვაში მონაწილეობა კანონმდებლობისა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად;
** ფინანსური ბაზრების და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების მონიტორინგი და ანალიზი;
** არსებული და პოტენციური ინვესტიციების ანალიზი ფასიან ქაღალდებსა და საბანკო პროდუქტებში;
** საინვესტიციო წინადადებების ფინანსური მონაცემების დამუშავება და ანალიზი, ფულადი ნაკადების პროგნოზირება არსებული ტენდენციების და ბაზრის მოლოდინების გათვალისწინებით;
** ინვესტიციების ანალიზის შედეგად გამოვლენილი რისკების შეფასება და მათი განხილვა;
** ბანკებთან, ბროკერებთან და ბაზრის სხვა მონაწილეებთან პირდაპირი ურთიერთობა, საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოთხოვნა და დამუშავება;
** საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო მომსახურების მისაღებად სხვადასხვა ხელშეკრულებების მოლაპარაკების პროცესში აქტიური ჩართულობა, სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან ერთად, და ხელშეკრულებების ხელმოწერის შემდგომ მომსახურების მიღების პროცესების მონიტორინგი;
** საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული შიდა დოკუმენტების, პროცედურების, წესების მომზადებაში მონაწილეობა, მათი დახვეწა და მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** საინვესტიციო გადაწყვეტილებების აღსრულება და ამ მიზნით კონტრაჰენტებთან ურთიერთობა;
** "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება;
** პორტფელის მენეჯერისა და მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მითითებებისა და დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში. მაგისტრის ხარისხი, ან CFA, CAIA, ACCA ან სხვა ექვივალენტური სერტიფიკატი ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** ფინანსურ სექტორში მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება. კაპიტალის ბაზრებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** აქტივების კლასების მაღალ დონეზე ცოდნა, როგორიცაა ფულის ბაზრის ინსტრუმენტები, ობლიგაციები, აქციები, ფონდები და დერივატივები;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
** საინვესტიციო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (Bloomberg, Reuters);
** ქართული და ინგლისური ენების პროფესიულ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს შემდეგი პიროვნული თვისებები:

** არის ორგანიზებული, ენერგიული, პროაქტიური და დისციპლინირებული;
** აქვს ძლიერი ანალიტიკური უნარები;
** იჩენს ინიციატივებს და აქვს შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** შეუძლია დინამიურ გარემოში მუშაობა და დათქმულ ვადებში დავალების შესრულება;
** არის კომუნიკაბელური, აქვს პროფესიული წერითი და ზეპირი კომუნიკაციების უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 3 მაისის ჩათვლით თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: CareerInvOffice@pensions.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ინვესტიციების უფროსი ანალიტიკოსი. შერჩეულ კანდიდატებთან გათვალისწინებულია გასაუბრება და შესაძლებელია მოთხოვნილი იქნას წერითი დავალება. კანდიდატებთან. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფრმაცია (სააპლიკაციო ფორმა) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ ეთანხმებით, რომ საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია მათი მიღებიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე