Робота для біженців з України
სტუდენტური სტაჟირება - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტუდენტური სტაჟირება
მომწოდებელი: სბგც კავკასია
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
"GBDC Caucasia" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის და ფინანსების ოფიცრის სტაჟიორის პოზიციაზე, CV-ების გამოგზავნა შეგიძლიათ 2024 წლის, 15 მაისამდე. წარმატებული სტაჟიორები მიიღებენ ანაზღაურებას.

დასახელება: მარკეტინგის და ფინანსური პროგნოზირების ოფიცერი

2024 წლის, 15 აპრილიდან, "USAID"-ის, აწარმოე საქართველოს და ევრო კავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამების ფარგლებში, GBDC Caucasia იწვევს სტუდენტებს სტაჟირებაზე.

კერძოდ სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ ბიზნეს გეგმების და მარკეტინგული გეგმების შემუშავებაში, ონლაინ სოციალური სარეკლამო კამპანიის დაგეგმარება - განხორციელებაში, პროდუქციის და მომსახურების რეკლამისთვის საჭირო კონტენტის შემუშავებაში და სხვა.

ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებაში ჩართული სტაჟიორი სტუდენტები მიიღებენ ბიზნესის მართვის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც არის წინაპირობა საკუთარი ბიზნესის დაწყებისთვის ან კომპანიებში დასაქმებისთვის.

"GBDC Caucasia" (http://www.gbdc.ge) - საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასია, სახელმწიფო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების, პროფესორ მასწავლებლების და მოწვეული ექსპერტების მიერ დაარსებული საკონსულტაციო ორგანიზაციაა, რომელიც 20-წელზე მეტია ეხმარება მცირე და საშუალო მეწარმეებს სოფლად სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: ბიზნეს გრანტების მიღება, გაყიდვების სტიმულირება, ბიზნეს პროცესების დაგეგმარება და დანერგვა.

"GBDC Caucasia"-ის მიზანი არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და კომპანიების უზრუნველყოფა ბიზნესის პრაქტიკული უნარების მქონე ახალგაზრდებით.

სტუდენტური სტაჟირების მხარდამჭერია:

ვებგვერდი: http://www.jobs.ge

"USAID"-ის ძლიერი სოფლის პროგრამა https://www.facebook.com/USAIDResilientCommunitiesProgram

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი https://www.facebook.com/profile.php?id=100064868130559

სტაჟიორი სტუდენტის ფუნქცია მოვალეობები:

** საგრანტო განაცხადების, სრული საპროექტო განაცხადების, ბიზნეს გეგმის ნაწილების შემუშავებაში მონაწილეობა
** ბრენდინგის პროცესებში ჩართულობა (ლოგოს, სლოგანის და PR მესიჯების ჩამოყალიბება)
** ონლაინ სოციალური სარეკლამო რგოლების შემუშავების და ეთერში განთავსების პროცესში ჩართულობა
** ონლაინ საინფორმაციო ბროშურების დიზაინი, დამზადება, გავრცელება
** სამიზნე ჯგუფებზე სიუჟეტების მომზადება და ონლაინ განთავსება
** ონლაინ საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება
** ონლაინ სტატიების მომზადება ელექტრონული პრესისათვის
** სამიზნე ჯგუფთან (ქალები და ახალგაზრდები სოფლად და სხვა) მოლაპარაკებების წარმოება და საკონსულტაციო მომსახურების შეთავაზება
** ბლოგერებთან ინტერაქცია საზოგადოებრივი დისკუსიების გასამართად
** პროექტების ფარგლებში შემუშავებული სოციალური ონლაინ გვერდების/ვებ გვერდების და ჯგუფების მართვაში მონაწილეობა
** ინგლისურიდან ქართულ ენაზე და ქართულიდან ინგლისურზე პროექტების დოკუმენტების თარგმანში მონაწილეობა
სტაჟიორობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი, პრიორიტეტი ენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტს და საბუნებისმეტყველო/ჟურნალისტიკის ფაკულტეტს, თუმცა არ არის შეზღუდული სხვა ფაკულტეტები
** სამუშაო გამოცდილება არის უპირატესობა

ცოდნა და უნარები:

** ექსელის (Excel) და სხვა Windows - ის აპლიკაციების ცოდნა
** ფინანსების, მარკეტინგის ან PR - ის საფუძვლების ცოდნა არის უპირატესობა
** პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა არის უპირატესობა
** ონლაინ სოციალური გვერდების მართვა არის უპირატესობა
** გუნდური მუშაობის პრინციპებთან ადვილად ადაპტირების უნარი
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** ინგლისური, რუსული და სხვა უცხოური ენების ცოდნა არის მნიშვნელოვანი

სხვა თვისებები:

** ენერგიული
** შრომისმოყვარე
** ორგანიზებული
** კომუნიკაბელური
** პუნქტუალური
** დეტალებზე ორიენტირებული

დაინტერესებულმა სტუდენტებმა მოგვაწოდეთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელ.ფოსტაზე: sergobaramidze@gbdc.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - სტაჟიორი სტუდენტი.

უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს რომლებიც დაურთავენ სამოტივაციო წერილს ან რეკომენდატორების (ლექტორის, ექსპერტის ან სხვა) საკონტაქტო ინფორმაციას (სახელი და გვარი, ელ. ფოსტა და ტელეფონი).
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ Whatsup - ში +995 577 577750 ან +995 599 526748, აღნიშნულ ნომრებზე მხოლოდ მოწერის შემდეგ გიპასუხებთ, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი მესენჯერით. ელ-ფოსტაზე sergobaramidze@gbdc.ge CV - ის გამოგზავნის შემდეგ მიიღებთ უკუკავშირს, CV - ში ნათლად უნდა ჩანდეს თქვენი ცოდნის და გამოცდილების შესახებ.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე