Робота для біженців з України
ინგლისურენოვანი Meta Performance მარკეტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისურენოვანი Meta Performance მარკეტერი
მომწოდებელი: Team Up
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
Team Up გერმანულ-ქართული კომპანიაა, რომელიც კავკასიელ ტალანტებსა და ევროპულ კომპანიებს ერთმანეთთან აკავშირებს. ჩვენი ამოცანაა, დავეხმაროთ მოტივირებულ და ნიჭიერ პროფესიონალებს იპოვონ ოცნების სამსახური და იმუშაონ საერთაშორისო ბაზარზე.

იხილეთ ბმული: https://www.we-build-teams.com/freelance-remote-jobs

Team Up აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვან Meta Performance Marketer-ის როლზე.

პირობები:

სახელფასო: 5100-6000 ლარი (Net)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: დისტანციური ან ჰიბრიდული, ირჩევ თავად

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგში
** ინგლისური ენის, წერილობით და საკომუნიკაციო, C1 დონეზე ფლობა
** თვეში მინიმუმ 50 ათასი ევროს სარეკლამო ბიუჯეტების ეფექტურად მართვის გამოცდილება
** დღეში მინიმუმ 20 კამპანიის შექმნა
** ვიზუალურად მიმზიდველი სარეკლამო კონტენტის შექმნა
** ძლიერი ანალიტიკური უნარი კამპანიის მონაცემების ინტერპრეტაციისა და მონაცემების საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღებისათვის

ძირითადი მოვალეობები:

** Meta-ს სარეკლამო კამპანიების შემუშავება, განხორციელება და ოპტიმიზაცია გაყიდვებზე აქცენტით
** სტრატეგიული თარგეთინგის შემუშავება, მაქსიმალური სამიზნე აუდიტორიის მისაღწევად
** სარეკლამო კამპანიების შექმნა და შემუშავება, რომლებიც შეესაბამება ბიზნეს მიზნებსა და სამიზნე აუდიტორიას
** გრაფიკული დიზაინის თულების დახმარებით, ვიზუალურად მიმზიდველი სარეკლამო კონტენტის შექმნა

Team Up-თან თანამშრომლობის ბენეფიტები:

** თანამედროვე ლეპტოპი და სხვა სამუშაო აღჭურვილობა
** ტოპ ტალანტების ქომიუნითი საქართველოში
** ღონისძიებები ონლიან და რეალურ სივრცეში
** კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა
** წვდომა 40+ სპორტულ და გამაჯანსაღებელ პროცედურაზე
** არჩევანი თანამედროვე ოფისსა და დისტანციურ მუშაობას შორის
** 24 ანაზღაურებადი შვებულების დღე წელიწადში
** მუშაობა ექსკლუზიურად საერთაშორისო პროექტებზე

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://zurl.to/3thb?source=Jobs.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე