Робота для біженців з України
სამუშაოთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: Metta
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
სამშენებლო კომპანია "მეტტა|Metta" 2018 წელს შეიქმნა. ორგანიზაციას საერთაშორისო გამოცდილების მქონე ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდი ხელმძღვანელობს. გუნდის მთავარი მიზანია თანამედროვე და ინოვაციური მიდგომების დანერგვა სამშენებლო სფეროში. კომპანია აქტიური განვითარების ეტაპზეა და, შესაბამისად, ახალგაზრდა, მოტივირებულ და აქტიურ ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს https://www.metta.ge

"მეტტა|Metta" ახალი სამშენებლო ობიექტისათვის ეძებს გუნდის ახალ წევრს სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სამშენებლო ობიექტის ლოკაცია დაზუსტდება გასაუბრების ეტაპზე
სამუშაო განაკვეთი: სრული

ჩვენ გთავაზობთ: კოლეგიალურ, ურთიერთ პატივისცემაზე აშენებულ სამუშაო გარემოს, დაკომპლექტებულს დარგის მოწინავე პროფესიონალებით, რომლებიც მზად არიან გააზიარონ ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენთან დაგხვდებათ პროფესიული განვითარების კარგი შესაძლებლობა, კონკურენტული ანაზღაურება და სარგებლის პაკეტი.

სამუშაოთა მწარმოებლის ძირითადი როლი განისაზღვრება პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი სამშენებლო პროექტზე/უბანზე.

კომპანიაში არსებული უსაფრთხოების წესებისა და კომპანიისა და დამკვეთის ხელშეკრულებით განსაზღვრული ხარისხის სტანდარტის შესაბამისად სამშენებლო სამუშაოთა წარმოების დადგენილი ვადებით უზრუნველყოფა.

სამუშაოთა მწარმოებლის პასუხისმგებლობა და ძირითადი სამუშაო ფუნქციები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, საჭირო სამუშაოების და ამ სამუშაოების თანმიმდევრობის დაგეგმვის გზით.
** დამტკიცებული სამშენებლო გეგმის შესაბამისად, ყველა სამშენებლო აქტივობის კოორდინაცია, მათ შორის დაგეგმვის, ბიუჯეტირებისა და რესურსების განაწილების ჩათვლით, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროექტების დასრულება ვადებში და გამოყოფილ ბიუჯეტში.
** სამშენებლო გეგმისა და ბიუჯეტის მიხედვით საჭირო სამშენებლო მუშაკების მოძიება და კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მათი საქმიანობის კონტროლი და კოორდინაცია.
** სამშენებლო მუშაკთა გუნდის/ქვეკონტრაქტორების ზედამხედველობა და მათთვის მითითებებისა და დავალებების მიცემა, პროექტის გეგმით მოცემულ ვადებში და დაწესებული უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტების უზრუნველყოფით შესრულების მიზნით.
** სამშენებლო მუშაკთა გუნდის/ქვეკონტრაქტორების რეგულარული ინსპექტირება შესრულების პროგრესის, სამუშაოს ხარისხისა და სამშენებლო კოდების, რეგულაციებისა და უსაფრთხოების სტანდარტების უზრუნველყოფის მიზნით.
** მშენებლობის პროცესში წამოჭრილი პრობლემებისა და შეფერხებების აღმოფხვრა პროექტის მენეჯერთან, არქიტექტორთან, ინჟინრებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობით.
** პროექტის დოკუმენტაციის, გეგმების, ნახაზებისა და სპეციფიკაციების განხილვა და სათანადო ინტერპრეტაცია, რათა უზრუნველყოფილი იყოს მშენებლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული დიზაინისა და სხვა მოთხოვნების დაცვა.
** საპროექტო დოკუმენტაციის წარმოება და არქივირება კომპანიის მიერ განსაზღვრული ფორმითა და წესებით [მათ შორის ყოველდღიური ანგარიშები, პროგრესის განახლებები, ცვლილებების ამსახველი და ინციდენტების ჩანაწერები].
** კომპანიის უსაფრთხოების პოლიტიკისა და პროცედურების დაცვის მუდმივი კონტროლი, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო სამუშაო გარემოს სამუშაო ადგილზე ყველა პერსონალისთვის.
** მასალებისა და აღჭურვილობის მართებული მოხმარების უზრუნველყოფა, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ ნარჩენები და გაზარდოთ პროდუქტიულობა.
** ნებისმიერი პოტენციური რისკის, ან დაბრკოლებას იდენტიფიცირება და აღმოფხვრა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს პროექტის ვადებში შესრულებაზე, ბიუჯეტზე ან ხარისხზე, და მათ შესამცირებლად რეკომენდაციების დროული წარდგენა პროექტის მენეჯერთან.
** ქვეკონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან და სხვა მშენებლობის პროცესში ჩართულ მხარეებთან პოზიტიურ სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბება, ეფექტური კომუნიკაციის ხელშეწყობა და ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამოქალაქო ინჟინერიის, ან მონათესავე დარგში
** სასურველია განათლება პროექტების მართვის მიმართულებით.
** 5+ წლიანი გამოცდილება სამშენებლო ინდუსტრიაში, მათ შორის 2+ წლიანი გამოცდილება სამშენებლო სამუშაოთა წარმოების მართვაში.
** MS Office (Word, Excel) - პროფესიული დონე.
** MS Project - პროფესიული დონე
** Auto Cad, Archi Cad - პროფესიული დონე
** ინგლისური - სამუშაო დონე, რუსული - სამუშაო დონე, ქართული ენა - სრულყოფილი, გამართული ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი.

უნარები და შესაძლებლობები:

** შესანიშნავი ლიდერობის, კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები
** ძლიერი ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარები
** სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა
** მჭიდრო ვადებში მუშაობის უნარი

განაცხადის გასაკეთებლად და რეზიუმეს ასატვირთად, გთხოვთ, გადადით ბმულზე: https://wkf.ms/49zKNfW

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადის შემოტანით, თქვენ აცხადებთ თანხმობას "მეტტა"-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და/ან მათი იმ ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია თანამშრომლობს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა, უფრო რელევანტური ვაკანსიისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე