Робота для біженців з України
სტომატოლოგიური ლაბორატორიის ლაბორანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტომატოლოგიური ლაბორატორიის ლაბორანტი
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 01 მაისი
"საქართველოს უნივერსიტეტი" გთავაზობთ გახდეთ სტომატოლოგიური ლაბორატორიის ლაბორანტი "UG"-ში.

ჩვენს პერსონალს დავახვედრებთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს
** უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:

** სტომატოლოგიური ლაბორატორიის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა
** სტომატოლოგიური ლაბორატორიული ჩანაწერების შენახვა
** ლაბორატორიის აღჭურვილობის შემოწმება
** მენეჯმენტისთვის ანგარიშის მომზადება

კვალიფიკაცია, რომელსაც ვითხოვთ:

** განათლება სტომატოლოგიის მიმართულებით (ერთსაფეხურიანი განათლება)
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა (B2)

უნარები, რომელიც უნდა გქონდეთ:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** სისწრაფე და ოპერატიულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი
** ანაზღაურება კომპეტენციის შესაბამისად

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2024 წლის 01 მაისის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: სტომატოლოგიური ლაბორატორიის ლაბორანტი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 8000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://ug.edu.ge/public/

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე