Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: GASA
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
კომპანია "გასა", რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი კომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia, Fly Arna, აცხადებს ვაკანსიას სააგენტოს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პარტნიორ ტურისტულ სააგენტოებთან სისტემატური შეხვედრების ორგანიზება/განხორციელება;
** კომპანია "გასა"-ს პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სააგენტოებისთვის და მათი საჭიროებების განსაზღვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** დროის ეფექტური მართვა;
** პრეზენტაბელურობა;
** გამართული კომუნიკაციის უნარი.

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:00-მდე
** კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტის ხარჯებს
** დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: HR@gasa.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე