Робота для біженців з України
მძღოლი-დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: მედ თრეიდერი
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
შპს "მედ თრეიდერი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-დისტრიბუტორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-19:00 სთ
** ფიქსირებული ანაზღაურება: 1000 ლარი.
** შესაძლებელია დამატებით ბონუსის გამომუშავება

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთილი საქონლის მიწოდება კლინიკებისათვის;
** კომპანიის შესყიდული საქონლის მოტანა საწყობში;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე ნებისმიერი ტიპის დისტრიბუცია;
** კლინიკაში მიწოდებული პროდუქციის დათვლა ზედნადებების მიხედვით;
** მიწოდებული პროდუქციის ზედნადებებზე ხელმოწერის უზრუნველყოფა კლინიკის წარმომადგენლისგან.

მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა - აუცილებელია მართავდეს მექანიკას;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** კომუნიკაბელური;
** დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი;
** უპირატესობა მიენიჭება დისტრიბუციაში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილებას;
** უპირატესობად ჩაითვლება სარეკომენდაციო წერილი წინა დამსაქმებლისგან.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@medtrader.ge

გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი დისტრიბუტორი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 27.04.2024

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით უფლებას გვაძლევთ აღნიშნული მონაცემები შევინახოთ ბაზაში არაუმეტეს 2024 წლის 31 მაისამდე. აღნიშნული ინფორმაციის ბაზაში შენახვა ხდება მისი სათანადო ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში ხელახლა განხილვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე