Робота для біженців з України
მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: მზიური
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს თბილისში ვაკანსიას მერჩენდაიზერის თანამდებობაზე.

კომპანია სთავაზობს კანდიდატს შემდეგ პირობებს:

ფიქსირებული შემოსავალი 750 ლარი
ბონუსური სისტემა
ტრანსპორტის თანხით უზრუნველყოფა
ჯანმრთელობის დაზღვევა

მოთხოვნები:

** სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** თბილისის უბნების კარგად ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.

მერჩენდაიზერის მოვალეობები:

** მოახდინოს სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის სწორად განლაგების, სავაჭრო დახლის გაფორმების კონტროლი;
** აკონტროლოს თაროზე არსებული პროდუქციის ვადა;
** მოახდინოს სწრაფი რეაგირება პრობლემურ სიტუაციაში და შექმნილი პრობლემის შესახებ აცნობოს შესაბამის პირებს;
** უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტების თაროები პროდუქციით კომპანიის და სავაჭრო ობიექტის სტრატეგიიდან გამომდინარე;
** უზრუნველყოს ფასმაჩვენებლებით სავაჭრო ობიექტებზე განთავსებულ პროდუქციაზე;
** ყოველდღიურად მოახდინოს კომუნიკაცია სავაჭრო წარმომადგენელთან და ხელმძღვანელთან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge
შენიშვნა: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე