Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
"თბილღვინო" ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის ისტორია 1962 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

კომპანია დღეის მდგომარეობით 170-მდე მუდმივ თანამშრომელს ასაქმებს. ფლობს ორ თანამედროვე წარმოებას თბილისსა და ყვარელში, 402 ჰექტრამდე ვენახებს კახეთის რეგიონში.

დაარსებიდან დღემდე, კომპანიამ უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა ისეთ საერთაშორისო კონკურსებზე, როგორებიცაა Decanter London, IWSC, IWC, Mondial, Berlin Wine Trophy და ბევრი სხვა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.tbilvino.ge/

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი ამოცანები:

** ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე რეალიზაციების სისტემური ასახვა, სადისტრიბუციო სისტემიდან ბუღალტრულ პროგრამაში ოპერაციების ასახვა და სისწორის კონტროლი
** საექსპორტო ინვოისების მომზადება დადგენილი წესის შესაბამისად
** ექსპორტიორებისგან მიღებული ფულადი სახსრების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდება ჩართული პირებისა და სამსახურებისთვის
** მზა პროდუქციის მოძრაობის აქტების პროგრამული ასახვა, ნაშთების კონტროლი, ყოველთვიურად მარაგების პროგრამული შედარება საწყობების მიხედვით
** მზა პროდუქციის ყოველთვიური და წლიური ინვენტარიზაციის ჩატარება
** დისტრიბუციის ბორტზე მარაგების კონტროლი
** უკან დაბრუნებულ პროდუქციაზე სასაქონლო ზედნადებებზე კორექტირების ა/ფ გამოწერა
** ადგილობრივ და უცხოურ დებიტორებთან ბუღალტრული შედარებების წარმოება დადგენილი პერიოდულობითა და ოდენობით
** საზღვარგარეთ გაწეული მარკეტინგული აქტივობების ინვოისების საფუძველზე, მომსახურების და შესაბამისი გადასახადების დარიცხვა
** ყოველთვიური დეკლარაციების შევსების პროცესში მონაწილეობა
** ERP სისტემის დანერგვის პროცესში დელეგირებული ამოცანების შესრულება
** კომპეტენციის ფარგლებში რთველის პროცესში მონაწილეობა
** კომპეტენციის ფარგლებში ბუღალტერიის სამსახურში არსებული სხვა დავალებების შესრულება

სამუშაო გამოცდილება და პროფესიული კვალიფიკაციები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრაციის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით
** ბუღალტრად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია)
** წარმოების ბუღალტერიაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** ERP ან მსგავს სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** ინგლისური - B2, რუსული - B2 (სასურველია)
** Microsoft Office - მაღალ დონეზე ცოდნა
** ACCA (სასურველია)
** საგადასახადო კოდექსის საბაზისო ცოდნა და მასთან მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: დავით სარაჯიშვილის #2, თბილისი
** სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
** სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

"თბილღვინო" წარმატებას გისურვებთ!

"გაცნობებთ, რომ სს "თბილღვინოსთვის" ან მისი დავალებით მოქმედი პირისათვის CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ სს "თბილღვინომ" - ვაკანტურ ვაკანსიასთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, დაამუშაოს თქვენს რეზიუმეში მითითებული ან საჯაროდ ხელმისაწვდომი პერსონალური მონაცემები. ამასთან, თქვენი მხრიდან წერილობითი უარის არ დაფიქსირების შემთხვევაში, სს "თბილღვინო" იტოვებს უფლებას, რომ 3 წლის ვადით შეინახოს და დაამუშაოს თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები, რათა, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, განიხილოს თქვენი კანდიდატურის თავსებადობა სამომავლოდ გამოცხადებულ ან უკვე არსებულ სხვა ვაკანტურ პოზიციასთან მიმართებაში".

სს "თბილღვინო" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე