Робота для біженців з України
დიასახლისი - აბასთუმანი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: ეიკონ აპარტმენტს
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
აპარტოტელი "ეიკონ აპარტმენტს" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 3
დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს,  მოქნილ სამუშაო გრაფიკს 
ადგილმდებარეობა: აბასთუმანი

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო ცვლის განმავლობაში, სასტუმროს ოთახების, კორიდორების და საზოგადოებრივი ადგილების დასუფთავება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით
** სამუშაო ურიკების მოწესრიგება და შევსება შესაბამისი ინვენტარით
** ზედამხედველის მითითებების ზედმიწევნით შესრულება
** აღჭურვილობის და სამუშაო იარაღების მოვლა და გაფრთხილება
** კომპანიის უსაფრთხოების წესების გაცნობა და დაცვა
** საჭირო ქიმიკატების და ინვენტარის ინსტრუქციების მიხედვით გამოყენება

საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა
** სასურველია სასტუმროში დიასახლისის პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება
** უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად
** კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ფიზიკურად შრომის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** თბილ და მეგობრულ გარემოს
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** კვებით უზრუნველყოფას
** კონკურენტუნარიან  ანაზღაურებას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე:  info.eikondevelopment@gmail.com თემატური პოზიციის დასახელების მითითებით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე