Робота для біженців з України
ექსპლუატაციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექსპლუატაციის მენეჯერი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
შპს "თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი" აცხადებს ვაკანსიას ექსპლუატაციის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი, თბილისი, მელიქიშვილის N1/ კოსტავას N36
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 19:00 სთ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის ბალანსზე აღრიცხული ქონების აუცილებელი კაპიტალური და მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა, შესაბამისი პროექტების, ხარჯთაღრიცხვების მომზადება და წინადადებების წარდგენა, ორგანიზება, განხორციელება ან/და კოორდინაცია;
** კომპანიის სამეურნეო ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობის მუდმივი და სისტემატური მონიტორინგი, მისი გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის კოორდინაცია;
** დეპარტამენტის უზრუნველყოფა საჭირო მატერიალური და ტექნიკური საშუალებებით, ხოლო მათი დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება;
** კომპანიის განვითარების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
** შენობის/ინვენტარის მოვლა-პატრონობის ორგანიზება და მონიტორინგი;
** შეკვეთილი მასალების შესაბამისობის და ხარისხის კონტროლი;
** დაუმონტაჟებელი და გამოუყენებელი მოწყობილობების იდენტიფიცირება და რეალიზაციის მიზნით, წინადადების მომზადება და დეპარტამენტის უფროსისათვის წარდგენა;
** მომსახურე კომპანიებთან კომუნიკაცია და მათ მიერ შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა/მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლიანი;
** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr.concerthall@gmail.com. Subject-ის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ექსპლუატაციის მენეჯერის ვაკანსია".

გაცნობებთ, რომ ვაკანტურ პოზიციასთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატთა პერსონალური მონაცემები დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე