Робота для біженців з України
ფინანსური ანალიტიკოსი - სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი - სტაჟირება
მომწოდებელი: GFC Consulting
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
შპს "GFC Consulting" 2012 წლიდან დაარსებული ქართული კომპანიაა, რომელიც აწარმოებს ბუღალტრულ და საკონსულტაციო მომსახურებას. იგი დაკომპლექტებულია ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდით და ემსახურება 60-მდე მცირე და საშუალო მოცულობის (SMB) ორგანიზაციებს.

შპს "GFC Consulting" მოხარულია, გამოაცხადოს სტაჟირება ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ჩვენ გუნდთან შემოერთების შემთხვევაში კანდიდატი შეისწავლის და განაგრძობს თანამშრომლობას შემდეგი ოპერაციების წარმართვაში:

** მეწარმე/ორგანიზაციების ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი და ყოველდღიურ მართვა;
** ფინანსური ანგარიშგებებისა და საოპერაციო პროცესების ფინანსურ ანალიზი;
** მარაგების და დებიტორული დავალიანებების ეფექტურ მართვას და ანალიზი;
** ბიუჯეტის დაგეგმა და ფაქტობრივ შედეგებთან შედარება/ ანალიზი;
** საინვესტიციო პორტფელი (პორტფოლიოს) გაანალიზებას და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებას;
** სამშენებლო სფეროში პროექტების ფინანსური ანალიტიკა და მიმდინარე შედეგების გაანალიზება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლების დიპლომი (ან მიმდინარე სასწავლო პროცესში) ბიზნეს ადმინისტრირების, ან ფინანსური განხრით;
** უპირატესად ჩაითვლება ბუღალტრულ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უპირატესად ჩაითვლება CFA-ს I დონის ან ACCA-ს II დონის სერტიფიკატი;
** უპირატესად ჩაითვლება ფინანსური ანალიტიკის პრაქტიკული მომზადების კურსის სერტიფიკატი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო განაკვეთი 10 სთ -დან 18 სთ-მდე, ორშაბათი-პარასკევი, არადისტანციურად. ჩვენი ოფისი ქ. თბილისი ვაჟა-ფშაველას 45

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, თქვენი (CV) რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@gfcconsulting.ge; სათაურში აუცილებლად მიუთითეთ "სტაჟირება ანალიტიკოსი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე