Робота для біженців з України
რეცეფციონისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეცეფციონისტი
მომწოდებელი: სასტუმრო გურელი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
სასტუმრო "გურელი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს რეცეფციონისტის პოზიციაზე.

პირობები:

** 24-საათიანი გრაფიკი 3 დღეში ერთხელ.
** სასტუმრო დასაქმებულებს უზრუნველყოფს კვებით.
** ანაზღაურება 80 ლარი მორიგეობაზე. (თვიური ანაზღაურება ჯამში 800-დან 1000 ლარამდე + ბონუსი შესრულებული სამუშაოს ხარისხის შესაბამისად)

მოვალეობები:

** სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება-განთავსება, გასტუმრება.
** კლიენტებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წარმართვა.
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება.
** რეზერვაციის საიტებთან მუშაობა.
** სასტუმროს ჯავშნების მიღება და კომპიუტერულ პროგრამაში შეყვანა.
** სასტუმროს ინვოისების და სხვა საბუთების მომზადება.
** სასტუმროს შიდა ინფორმაციული სისტემის განახლება და ორგანიზება.
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება.

პროფესიული და პიროვნული მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ასევე, განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (Booking.com-ზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (საბაზისო ექსელის ცოდნა სავალდებულოა).
** ინგლისური, ქართული და რუსული (საბაზისო) ენის ცოდნა, დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად.
** დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.
** კომუნიკაბელური, არაკონფლიქტური.
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.
** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი.
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: l.elibashvili@hotelgureli.com და m.elibashvili@hotelgureli.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე