Робота для біженців з України
საბანკო დაზღვევის ბიზნეს სეგმენტის ჯგუფის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბანკო დაზღვევის ბიზნეს სეგმენტის ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 05 მაისი
თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე გსურს, გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის "თიბისი დაზღვევის" წევრი, ვფიქრობთ, საბანკო დაზღვევის ბიზნეს სეგმენტის ჯგუფის უფროსის ვაკანსია დაგაინტერესებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. #24ბ
განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ; პარასკევი, 10:00-17:00 სთ

შენი, როგორც საბანკო დაზღვევის ბიზნეს სეგმენტის ჯგუფის უფროსის მთავარი ფუნქციები იქნება:

** გუნდის მართვა, პორტფელის კონტროლი და ანალიზი;
** გუნდისთვის დასახული გეგმების შესრულება;
** გაყიდვების სამოქმედო გეგმის შემუშავება და განვითარება;
** გუნდის წევრების მოტივირება და შესრულებული სამუშაოს შეფასება;
** არსებული ბიზნეს პროცესების შეფასება, ანალიზი, პროცესების ოპტიმიზაცია;
** შედეგების რეპორტინგი.

გამოგვეხმაურე, თუ:

** გაქვს უმაღლესი განათლება - სასურველია ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** გაყიდვების მიმართულებით მინ. 2 წლიანი გამოცდილება საბანკო ან სადაზღვევო სფეროში;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** იცი საოფისე პროგრამები.

ვეძებთ ჩვენიანს:

** პასუხისმგებლობიანს;
** დეტალებზე ორიენტირებულს;
** ორგანიზებულს;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;
** საქმეზე კონცენტრირებულს.

როგორ ვიზრუნებთ შენზე?!

გთავაზობთ:

** საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;
** შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;
** მაგთის კორპორატიულ პაკეტს;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

დაგახვედრებთ:

** საინტერესო საქმეს;
** მრავალფეროვნებას;
** სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს.

თუ ფიქრობ, რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, გამოგზავნე რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@tbcinsurance.ge 2024 წლის 05 მაისის ჩათვლით. თემის ველში კი მიუთითე ვაკანსიის დასახელება "საბანკო დაზღვევის ბიზნეს სეგმენტის ჯგუფის უფროსი".

სს "თიბისი დაზღვევა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი: 032 2 242 22 22 *313;
ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი დაზღვევა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე