Робота для біженців з України
ლოჯისტიკის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: ეროვნული სკრინინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას - ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - თბილისი, გლდანი.
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი;
ანაზღაურება: 1200 ლარი (საშემოსავლოს ჩათვლით, პლუს კოეფიციენტი).

ძირითადი მოვალეობები:

** ცენტრის მატერიალური რესურსების მიღების, შენახვის, გაცემისა და მოძრაობის აღრიცხვის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;
** გაცემულ და მიღებულ მატერიალურ რესურსზე შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვის წარმოება;
** შესყიდვების სპეციალისტისთვის შესაძენი სახარჯი მასალების და მედიკამენტების სავარაუდო რაოდენობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სამეურნეო განყოფილების უფროსის, ფინანსური და სამეურნეო სამსახურის უფროსის და დირექტორის სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (შესაძლებელია არასრული უმაღლესი);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გამართული მეტყველების უნარი
** ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა
** თავაზიანობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@gnsc.ge ამასთან გთხოვთ, საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

შენიშვნა:

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, შესაძლოა თქვენი გამოგზავნილი რეზიუმე დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზეც. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრის" მიერ მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს დამუშავებული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე