Робота для біженців з України
ფინანსური ანალიტიკოსი - ჩაქვი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

** https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
** https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
** https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი - სრული
სამუშაო ადგილი - ჩაქვი
უშუალო ხელმძღვანელი- ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბიზნეს პროცესების შესწავლა და მისი ერთეულების ჭრილში ხარჯების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და რეპორტის მომზადება;
** ბიზნეს ერთეულების მომგებიანობის დათვლა;
** ბიზნეს ერთეულების ჭრილში ყოველთვიური ფინანსური მდგომარეობის ანალიზი;
** ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** ბიზნეს ერთეულების ფაქტობრივი შესრულებების დაგეგმილთან შედარება და სხვაობების ანალიზი;

საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

შერჩევის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა
** გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ფინანსური ანალიტიკოსი"

თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია"დრიმლენდ ოაზისის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/ რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე