Робота для біженців з України
კურიერი - სენაკი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურიერი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 13 აპრილი / ბოლო ვადა: 13 მაისი
შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას კურიერის თანამდებობაზე სენაკის სერვისცენტრში.

გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 900 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირებისათვის;
** სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კანდიდატმა უნდა იცოდეს მოტოციკლის მართვა (დასაქმების შემთხვევაში უნდა ჰქონდეს ან აიღოს A ან A1 კატეგორიის მართვის მოწმობა);
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე;
** გასაუბრება;
** მოსამზადებელი ეტაპი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ან/და CV შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კურიერი-სენაკი"

შპს "საქართველოს ფოსტისთვის" განაცხადის/რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, შპს "საქართველოს ფოსტამ" მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენს მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემები. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასება, აგრეთვე დასაქმების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

თქვენს მიერ დამსაქმებლისათვის ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

თუ გსურთ შპს "საქართველოს ფოსტამ" შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, გთხოვთ, მოგვწეროთ ელფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე