Робота для біженців з України
მონაცემთა ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონაცემთა ანალიტიკოსი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 12 აპრილი / ბოლო ვადა: 12 მაისი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზედა მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** SQL-ის მონაცემთა საცავში არსებული ბაზების დამუშავება;
** Power BI-ის SQL-ის, shearpoint-ის, web-ის და სხვა სახის ბაზებთან დაკავშირება;
** Power BI-ში სხვადასხვა სახის რეპორტების აწყობა და დეშბორდების შექმნა;
** Power BIService-ზე რეპორტების ატვირთვა და მართვა (უფლებების და წვდომების იუზერის დონეზე მინიჭება)
** დადგენილი კოეფიციენტებით კომპანიების შეფასება;
** კომპანიაში დადგენილი ბიზნეს პროცესების პროგრამული მონიტორინგი;
** პრეზენტაციების მომზადება.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება/ფინანსები/ეკონომიკა);
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია SQL-ის ცოდნა;
** აუცილებელია Power BI-ის ცოდნა;
** სასურველია Power Automate-ის ცოდნა;
** სასურველია Power BI Report Builder-ის ცოდნა;

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.

ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.

გამოაგზავნეთ განაცხადი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე