Робота для біженців з України
დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიზაინერი
მომწოდებელი: ნიკორა
გამოქვეყნდა: 12 აპრილი / ბოლო ვადა: 12 მაისი
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით, "ნიკორა ჯგუფი" წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა ჯგუფი" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

"ნიკორა ჯგუფი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 10 000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: https://www.nikora.ge

სს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური მედიისთვის (ფბ, ინსტაგრამი) პოსტების დიზაინის შექმნა;
** პროდუქციის შეფუთვებზე მუშაობა;
** Reels-ების პრემიერში მონტაჟი, მარტივ მოუშენ დიზაინზე (გრაფიკული ანიმაცია) მუშაობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, გრაფიკული დიზაინის ან/და მომიჯნავე მიმართულებით;
** Adobe premier pro, Adobe After Effects ცოდნა;
** მნიშვნელოვანია გრაფიკული დიზაინისთვის საჭირო პროგრამების Adobe Photoshop / Adobe Illustrator/ცოდნა, სასურველია - Corel Draw ცოდნა;
** Motion დიზაინერად/გრაფიკულ დიზაინერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდურად მუშაობის უნარი;
** კრეატიულობა და ინოვაციურობა;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მენეჯმენტის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV და პორტფოლიო მისამართზე: jobs@nikora.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ელფოსტაზე გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე