Робота для біженців з України
უფროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: ჯერარსი
გამოქვეყნდა: 11 აპრილი / ბოლო ვადა: 11 მაისი
კლინიკა "ჯერარსში" ცხადდება ვაკანსია უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, კლინიკა "ჯერარსი" (მუხიანის ქ., 2ა)
სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა: (Excel ცოდნა სავალდებულოა);
** საბუღალტრო პროგრამა 1C-ის ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭება სამედიცინო სფეროში გამოცდილებას.

ძირითადი მოვალეობები:

** საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვის კონტროლი;
** ბუღალტერიასთან დაკავშირებულ განყოფილებებთან ურთიერთობა, ინფორმაციის მოთხოვნა და თვის დახურვის პროცესის მართვა;
** ბუღალტრული ოპერაციების დროული და გამართული აღრიცხვის უზრუნველყოფა;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება ყოველთვიურად, ყოველწლიურად და შემოსავლების სამსახურში წარდგენა;
** ხარჯების დარიცხვა;
** საბანკო გადარიცხვების, დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი და სხვა ოპერაციების წარმოება;
** სტატისტიკის ეროვნული სამსახურისთვის ინფორმაციის მომზადება და წარდგენა (კვარტალურად, წლიურად ან მოთხოვნისამებრ);
** თვის დახურვის ოპერაციები.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
** დროის მართვის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@jerarsi.ge , სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "უფროსი ბუღალტერი".

გმადლობთ, დაინტერესებისათვის.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე