Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: დეილი
გამოქვეყნდა: 11 აპრილი / ბოლო ვადა: 11 მაისი
სუპერმარკეტების ქსელი შპს "დეილი" 10 წელზე მეტია უკვე წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია დღეისათვის 200-მდე ფილიალს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს: მუდმივი განვითარება, გუნდურობა, ერთმანეთის ნდობა, ზრუნვა და ერთგულება.

"დეილი" სუპერმარკეტების ქსელი აქტიურად ფართოვდება რეგიონში.

ამ ეტაპზე ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ფოთში.

ჩვენ გთავაზობთ:

** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას;
** ყოველთვიურ ბონუსს მაღაზიის ნავაჭრის მიხედვით (არ არის დამოკიდებული გეგმის შესრულებაზე);
** ერთგულების ბონუსს (სტაჟი 1 წლიდან);
** სწავლის თანადაფინანსებას;
** განვითარებისა და მოკლე პერიოდში დაწინაურების შესაძლებლობას;

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება (პროგრამა 1C)
** სალაროსთან არსებული პროდუქციის შევსება, ვადიანობის და ფასმაჩვენებლების სიზუსტეზე ზრუნვა;
** სექციაში არსებული თაროების მოწესრიგება და პროდუქციის განთავსება დადგენილი წესის შესაბამისად;
** მომხმარებლებისთვის ეფექტიანი მომსახურების გაწევა;

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია 1C პროგრამის ცოდნა (ან შევასწავლით ადგილზე);
** გამოცდილება არ არის აუცილებელი;

პიროვნული მახასიათებლები:

** სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული;
** თავაზიანი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 სთ), სამუშაო ცვლის შეთანხმება შესაძლებელია

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@daily.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; შეავსეთ მითითებული ლინკი: https://b24-udhi8a.bitrix24.site/crm_form_oobkg/ ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 555 216 514

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანია "დეილის" აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას: გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე