Робота для біженців з України
საინფორმაციო სამსახურის საინფორმაციო ჯგუფის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინფორმაციო სამსახურის საინფორმაციო ჯგუფის ოპერატორი
მომწოდებელი: ახალი ქსელები
გამოქვეყნდა: 11 აპრილი / ბოლო ვადა: 11 მაისი
შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო სამსახურის საინფორმაციო ჯგუფის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას 42 (გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ შესაძლებელია დისტანციურად მუშაობა)
განაკვეთი: სრული
გრაფიკი: მცოცავი
დასვენების დღე: 2

მოვალეობები:

** შემოსული ზარების მიღება და ზარის შინაარსიდან გამომდინარე შესაბამისის რეაგირება;
** კლიენტის მომსახურება კომპეტენციის ფარგლებში;
** კლიენტის პრობლემებზე და სხვა საკითხებზე დროული რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;
** საჭიროებიდან გამომდინარე გამავალი ზარების განხორციელება;
** მომხმარებლისათვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა;
** კონსულტაციის გაწევა პროდუქტების და მომსახურების პირობებზე, ვადებზე, ტარიფებზე და სხვა.

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრიატი (ნებისმიერი პროფილით);
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის უნარი;
** გამართულად მეტყველება;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@ak.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიისა დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე