Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Georgia Destination Management
გამოქვეყნდა: 11 აპრილი / ბოლო ვადა: 11 მაისი
სს "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული გატარებების (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) შესრულება
** ხარჯის დარიცხვის დროს, ამ ხარჯის კომპანიის ფინანსური აღრიცხვის პოლიტიკის მიხედვით შესაბამის ანგარიშზე მიკუთვნება
** ხელფასების, ბონუსების და სადაზღვევო პრემიის დარიცხვის ბუღალტრული გატარებების შესრულება
** მივლინების ხარჯების დარიცხვის ბუღალტრული გატარებების შესრულება
** სავაჭრო მოთხოვნების და სავაჭრო ვალდებულებების კონტროლი და მონიტორინგი. პერიოდების მიხედვით კომპანიებთან შედარება
** ორგანიზაციის საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლის გამოცდილება.
** სასურველია Balance-ში მუშაობის გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა.
** MS Office პროგრამების ცოდნა.

უნარები:

** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება
** გადაწყვეტილების მიღება,
** ინსტრუქციებისა და პროცედურების დაცვა
** გუნდური მუშაობა
** დაგეგმვა და ორგანიზება

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gdm.ge. აუცილებელი მოთხოვნაა სათაურში ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზიუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე