Робота для біженців з України
გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" 2011 წელიდან სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშეა, რომელიც სტაბილურად ვითარდება სექტორში. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

კომპანია "უნისონი" ეძებს გუნდის ახალ წევრს გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის განსაზღვრა კომპანიის გაყიდვების ბიუჯეტიდან და დასახული მიზნებიდან გამომდინარე
** არსებული და ახალი გაყიდვების არხების განვითარება, ბაზების მართვა "ფაიფლაინის" და CRM პროგრამების გამოყენებით პირდაპირი გაყიდვების დაორგანიზება;
** დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების/თანამშრომლების შერჩევა, მართვა, დავალებების განაწილება, შეფასება, მოტივაცია და ამ მიზნით სხვადასხვა აქტივობების ინიცირება/განხორციელება;
** გაწეული სამუშაოს ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება და წარდგენა გენ. დირექტორთან;
** სტრატეგიული და ციფრული არხების გაფართოებაზე ზრუნვა მარკეტინგის გუნდთან ერთად;
** კერძო და სახელმწიფო ტენდერებში (კონკურსებში) მონაწილეობისა და დადებითი შედეგის უზრუნველსაყოფად, კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებთან ინტენსიური მუშაობა, ეფექტური ფასწარმოქმნის მისაღწევად, დოკუმენტაციის/მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, მონაწილეობის სრული პროცესის მართვა;
** გაყიდვების გეგმის განაწილება დაქვემდებარებულებზე და გაყიდვების გეგმის შესრულების კონტროლი; სუსტი მხარეების დროული გამოვლენა და პრობლემის გადასაჭრელად სამოქმედო გეგმის შემუშავება;
** სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა და ანალიზი ;
** გაყიდვების ზრდის ან/და კლების დინამიკის შესწავლა და ანალიზი და რეკომენდაციების გაცემა ;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციებზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა - ინგლისური/რუსული B2 დონე;
** კომპიუტერული პროგრამების, მათ შორის CRM პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტური მართვა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე