Робота для біженців з України
1C პროგრამისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: 1C პროგრამისტი
მომწოდებელი: პრაგმა
გამოქვეყნდა: 05 აპრილი / ბოლო ვადა: 05 მაისი
"პრაგმა" - პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომლის ძირითადი საქმიანობაა ორგანიზაციების დამხმარე პროცესების მართვა და აუთსორს მომსახურება.
ჩვენ წარმატებით ვმუშაობთ 2018 წლიდან და გიწვევთ შემოუერთდე ჩვენს მზარდ გუნდს! 

კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლია გაეცნოთ ვებგვერდზე: www.pragma.ge.

ვაცხადებთ ვაკანსიას 1C პროგრამისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ტექნიკური დავალების საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესრულება;
** არსებული სისტემის ინტეგრირება სხვა პროგრამულ უზრუნველყოფასთან;
** პროგრამის განვითარებაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება რელევანტურ დარგში ან/და შესაბამისი კურსები;
** 1C:Enterprise 8.3 მუშაობის გამოცდილება;
** 1C პროგრამის ინტეგრაციის გამოცდილება სხვა სისტემებთან.

სამუშაო პირობები:

** დისტანციური/ჰიბრიდული (დაკავშირება მოხდება მხოლოდ საჭიროებისამებრ)
** ანაზღაურება: საათობრივი

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა: გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება

საბუთების მიღება: თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება 

კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატები შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად

გაცნობებთ, რომ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

დასაქმებულის უფლებები:

როგორც წინასახელშეკრულებო, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდში თანამშრომელი სარგებლობს  შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით. კომპანია იცავს და ემორჩილება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის პრინციპს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე