Робота для біженців з України
სერვის ცენტრის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის ცენტრის მენეჯერი
მომწოდებელი: გრინვეი საქართველო
გამოქვეყნდა: 05 აპრილი / ბოლო ვადა: 05 მაისი
კომპანია "გრინვეი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ოპერაციების დეპარტამენტში სერვის ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

გრინვეი - თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

გრინვეის პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით გრინვეი საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე (40 სამუშაო საათი)

ძირითადი მოვალეობები:

** სერვის ცენტრში მოსულ კლიენტებთან ურთიერთობა და ავტომობილის ინსპექტირების პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, სწავლება და პროფესიული განვითარება;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა და სათავო ოფისთან კომუნიკაცია. ანგარიშგებების მომზადება დადგენილი ფორმით და პერიოდულობით;
** კომპანიის ტექნიკური პერსონალის გამართულად მუშაობის მონიტორინგი;
** ტექნიკური პერსონალის მიერ ინსპექტირების პროცედურების, სტანდარტების, აღჭურვილობის სწორად გამოყენების და ინსპექტირების შედეგების მართებულობის კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური მენეჯერის ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება;
** შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მენეჯერულ ან ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია, ინჟინერიის ან/და ტრანსპორტის მომსახურების მიმართულებით);
** სასურველია, საავტომობილო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
** სასურველია, ავტომობილების კონსტრუქციისა და მათი აგებულების ცოდნა;
** ტექნიკური ინსტრუქციების კითხვისა და გამოყენების უნარი;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია;
** MS Office-ის პროგრამების კარგად ცოდნა;
** სასურველია, ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** დისციპლინირებულობა;
** მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gwg.ge 2024 წლის 5 მაისამდე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - სერვის ცენტრის მენეჯერი.

გრინვეი - არა დისკრიმინაციას

კომპანია "გრინვეი საქართველოში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე