Робота для біженців з України
კონსულტანტი - სამტრედია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ბეკო
გამოქვეყნდა: 04 აპრილი / ბოლო ვადა: 04 მაისი
კომპანია "ბეკო" საქართველოს ბაზარზე 25 წელია ფუნქციონირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 98 სავაჭრო წერტილს აერთიანებს.

კომპანიას გამოარჩევს: კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურების მაღალი დონე, ინოვაციური ტექნიკა, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და სტრატეგია -ცვლილება უკეთესობისკენ!

კომპანია "ბეკო" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ტექნიკის მაღაზიაში.

ადგილმდებარეობა: სამტრედია
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა
** პროდუქციის მოწესრიგებულად განაწილება
** პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა
** ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა
** ახალი მოდელების შესწავლა

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება.

პიროვნული მახასიათებლები:

** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** დისციპლინირებულობა

გთხოვთ თქვენი CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე bekosmt@gmail.com და ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით თქვენს მონაცემებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე