Робота для біженців з України
სტაჟირება - სოციალური მედია მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება - სოციალური მედია მენეჯერი
მომწოდებელი: სამედიცინო კლინიკა
გამოქვეყნდა: 04 აპრილი / ბოლო ვადა: 04 მაისი
სამედიცინო კლინიკა აცხადებს სტაჟირებას სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე.

კლინიკა აპირებს საკუთარი სოციალური ქსელების გააქტიურებას და ახალი ვებ გვერდის ჩაშვებას, რისთვისაც ვეძებთ კრეატიულ, მოტივირებულ და სიახლეების მოყვარულ გუნდის ახალ წევრს.

სტაჟირების პირობები:

** გრაფიკი - თავისუფალი (სწავლასთან შეთავსებითი)
** ადგილი - დისტანციური
** ანაზღაურება - 300 ლარი (შემდგომი დასაქმების პერსპექტივით)
** სტაჟირების ვადა: 1-2 თვე (დამოკიდებულია აპლიკანტზე)

ვის ვეძებთ:

** განათლება: სტუდენტი
** სამუშაო გამოცდილება: არ მოითხოვება. მიუხედავად ამისა, უნდა იყო სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი
** პრაქტიკული ცოდნა: სოციალური ქსელების ბიზნეს პროფილების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

რას უნდა ფლობდე:

** გერმანული ან/და ინგლისური ენის B2-C1 დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ქართული ენის გრამატიკის ცოდნა მაღალ დონეზე
** კოპირატინგის უნარი (პოსტებისა და მოკლე სტატიების წერის დონეზე)
** წაკითხულის გააზრება
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ინფორმაციის ინტერნეტში მოძიების, დახარისხებისა და დამუშავების უნარი
** Ps/Ai-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

რას გასწავლით და რა დაგევალება:

** სოციალურ ქსელებში (fb, ig, in) პოსტების განთავსება შესაბამისი თაიმინგების მიხედვით
** სარეკლამო აქტივობების ჩაშვება თარგეტინგის მიხედვით
** სამიზნე აუდიტორიის შერჩევა, დახარისხება და თარგეტინგი
** პოსტების ვიზუალური გაფორმება

თუ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით, რეზიუმე გამოგვიგზავნე ელფოსტაზე: geomedicalsmm@gmail.com. სათაურის ველში მიუთითე "მე მიყვარს სოც მედია". ასე გავიგებთ რამდენად ყურადღებით გაეცანი ვაკანსიას.

სამედიცინო კლინიკა გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე