Робота для біженців з України
უსაფრთხოების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: m|group
გამოქვეყნდა: 04 აპრილი / ბოლო ვადა: 04 მაისი
"m|group" რესტორნებისა და სასტუმროების მენეჯმენტ ჯგუფია, რომელიც 2005 წელს დაარსდა საქართველოში და სტუმართმოყვარეობის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიას წარმოადგენს.

დღეისთვის, ჯგუფის მართვაში შედის 5 სხვადასხვა კონცეფციისა და საფასო სეგმენტზე პოზიციონირებული პროექტი: "ოტიუმი" "მეტეხის ჩრდილში" "პურის სახლი" "მასპინძელო" "მასპინძელო ექსპრესი"

"m|group"-ის წარმატებას ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმი განაპირობებს, ამიტომ ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ თანამშრომლების განვითარებასა და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაზე. ჩვენი პრიორიტეტი ერთმანეთზე და მომხმარებელზე ზრუნვაა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: https://mgroup.ge/

"სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი-m|group" მართვაში არსებული რესტორნებისთვის აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი (ქალაქის ცენტრალური უბნები)
სამუშაო განრიგი: ცვლებში

მოვალეობები:

** ობიექტის შიდა ტერიტორიაზე წესრიგის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა
** გარე პერიმეტრის კონტროლი
** პარკინგის კონტროლი
** შენობაში და გარე პერიმეტრზე სამართალდარღვევათა პრევენცია
** სტუმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა
** ობიექტზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების დაცვის კონტროლი/უზრუნველყოფა

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალების მიმართ ყურადღება;
** თავაზიანობა;
** გუნდური მუშობის უნარი;
** პუნქტუალურობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 577 00 40 44

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე