Робота для біженців з України
ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ფუდსერვისი
გამოქვეყნდა: 04 აპრილი / ბოლო ვადა: 04 მაისი
სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის, SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის #40 - ტრანსპორტირება მ/ს ავლაბრიდან, სამგორიდან და რუსთავიდან.
სამუშაო გრაფიკი: 09:00სთ - 17:00სთ, პარასკევი მოკლე დღე - 09:00სთ - 14:00სთ;

ფუნქციები:

** არსებული და სამომავლო პროექტების მომგებიანობის/ეფექტურობის ანალიზი; • სხვადასხვა ფინანსური რეპორტის მომზადება, ავტომატიზაცია და სტანდარტიზაცია;
** ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა.
** დებიტორების, კრედიტორებისა და მარაგების ნაშთების კონტროლი და შესაბამისი რეპორტების წარმოება;
** ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზი და კონტროლი;
** აუდიტორისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების მიმდინარე მხარდაჭერა ფინანსურ საკითხებზე

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია MS Power BI-ში მუშაობის გამოცდილება;
** საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@gfs.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება - " ფინანსური ანალიტიკოსი", რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

კომპანია ფუდსერვისში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ფუდსერვისის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე