Робота для біженців з України
პროფესიული მასწავლებელი - მეწარმეობა - ახალციხე, ვალე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროფესიული მასწავლებელი - მეწარმეობა
მომწოდებელი: სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2
გამოქვეყნდა: 03 აპრილი / ბოლო ვადა: 02 მაისი
ა (ა)იპ სამშენებლო კოლეჯი "კონსტრუქტ2" აცხადებს ვაკანსიას პროფესიული მასწავლებლის პოზიციაზე ქ. ახალციხეში, ვალეში, რომელიც წაიკითხავს მოდულს " მეწარმეობა".

კოლეჯის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს https://www.construct2.ge

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრი სპეციალობით ეკონომიკური მეცნიერებები/ბიზნეს ადმინისტრირება/სოციალური მეცნიერებები მასწავლებლობის უფლებით (გავლილი აქვს 60 კრედიტიანი პროგრამა / პროფესიული განათლების პედაგოგიკაში მომზადების პროგრამა) ან
** მაგისტრანტი ან მაგისტრი სპეციალობით ეკონომიკური მეცნიერებები / ბიზნეს ადმინისტრირება / სოციალური მეცნიერებები (პედაგოგიკაში გადამზადების პირობით) ან
** ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (პედაგოგიკაში გადამზადების პირობით).

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო ადგილი: ქ. ახალციხე, ვალე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@construct2.ge 2 მაისის ჩათვლით.

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე