Робота для біженців з України
სურსათის უვნებლობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სურსათის უვნებლობის მენეჯერი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 03 აპრილი / ბოლო ვადა: 03 მაისი
სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 600-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მართავს.

"ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 24 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 8500-მდე ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.

თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას სურსათის უვნებლობის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში

ფუნქცია-მოვალეობები:

** ინფრასტრუქტურისა და პერსონალის სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
** სავაჭრო, წარმოებისა და ლოგისტიკის მიმართულებით ხარისხის მართვის მექანიზმების დანერგვა/კორექტირება და შემუშავებული სტანდარტების აღსრულების მეთვალყურეობა;
** საწარმოს, სავაჭრო ფილიალების, სწრაფი კვების ობიექტებისა და გარე მომწოდებლების აუდიტი ჰიგიენური ნორმების დაცულობის მხრივ. საჭიროებისამებრ, რეკომენდაციების/მაკორექტირებელი ქმედებების შემუშავება და განხორციელების ორგანიზება/ზედამხედველობა;
** გარე სასერტიფიკაციო ორგანოებთან და სურსათის უვნებლობის მაკონტროლებელ სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა, ცვლილებების შესახებ მუდმივად ინფორმირებულობა და კომპანიაში სიახლეების დანერგვის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ლაბორატორიული კვლევების ზედამხედველობა, საჭიროებისამებრ დაორგანიზება;
** არსებული HACCP სტანდარტის ოპტიმიზაცია, კორექტირება, საჭიროების შემთხვევაში;
** მომხმარებლის მხრიდან სურსათთან დაკავშირებული პრეტენზიების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიღების, მოკვლევისა და მართვის პროცესში უშუალო ჩართულობა;
** სურსათის უვნებლობის ინსპექტირებისას შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, რეკომენდაციის შესრულების კონტროლი დადგენილ ვადაში;
** ჰიგიენური ნორმებისა და HACCP სისტემის სწავლების გეგმის შემუშავება და სწავლების პროცესში უშუალო ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება სასურსათო ტექნოლოგიის, მიკრობიოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულებით;
** სურსათის უვნებლობის მიმართულებით ადგილობრივი კანონმდებლობის ცოდნა;
** საერთაშორისო HACCP სტანდარტის შემუშავებისა და დანერგვის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე -  jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სურსათის უვნებლობის მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება სს "ნიკორა ტრეიდისა" ს/კ 206255808 და უფლებამოსილი პირის - შპს "თი.დი.ჯი კონსალტინგის" ს/კ 405123049 (რეგისტრირებული მისამართი: თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ქუჩიშვილის ქ., N 18, სართული 1, საოფისე ფართი N2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე info@nikoratrade.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს "ნიკორა ტრეიდის" ს/კ 206255808 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე