Робота для біженців з України
ცხელი ხაზის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცხელი ხაზის ოპერატორი
მომწოდებელი: მედკაპიტალი
გამოქვეყნდა: 03 აპრილი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
შპს "მედკაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას ცხელი ხაზის ოპერატორის პოზიციაზე.

ანაზღაურება: შეთანხმებით;
ადგილმდებარეობა: გლდანი, მეტროს მიმდებარე ტერიტორია ;
სამუშაო საათები: 09:00-17:30 (ორშ-პარ) და ყოველ მე-5 შაბათს (10:00-14:00).

კომპანიის შესახებ:

შპს "მედკაპიტალი" 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, საოჯახო მედიცინის დარგში და პაციენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ამბულატორულ მომსახურებას. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 450 თანამშრომელი და დარეგისტრირებულია 140 000 ბენეფიციარი.

სამუშაოს მოკლე აღწერა:

** სატელეფონო ზარების მიღება, რესპონდენტის იდეტიფიცირება;
** ზარის განხორციელების მიზეზის დადგენა და მასზე რეაგირება;
** აბონენტისათვის კლინიკის მუშაობის განრიგის, ექიმის, მომსახურების მიღების წესისა და კლინიკასთან დაკავშირებული სხვა საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში, კლინიკაში და/ან ბინაზე ვიზიტის ორგანიზება დადგენილი წესით;
** აბონენტის საინფორმაციო მხარდაჭერა კლინიკასთან და/ან მის მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** მიღებული ინფორმაციის კლინიკის პროგრამაში ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართულად მეტყველების უნარი;
**ლოგიკური მსჯელობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარი;
** ინფორმაციის მოძიების უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა სასურველია.

სხვა უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** განსხვავებული აზრის პატივისცემისა და მიმღებლობის უნარი.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@Medcapital.ge, 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება;

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ათი სამუშაო დღის განმავლობაში.

წარმატებას გისურვებთ!

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მედკაპიტალი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე