Робота для біженців з України
ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: კოფისტა
გამოქვეყნდა: 03 აპრილი / ბოლო ვადა: 03 მაისი
Coffee Shop-ების ქსელი "კოფისტა" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.

თუ გსურთ გაეცნოთ ყავის მომზადების სხვადასხვა ტექნოლოგიას, გიყვართ ყავა და ხალხთან ურთიერთობა, ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

კომპანია "კოფისტა" სტაბილურად მზარდი ქართული ბრენდია, რომელიც დაარსდა 2015 წელს და წარმოდგენილია 7 "coffee shop"-ით.

ჩვენი მიზანია, თანამშრომლებს შევუქმნათ კომფორტული გარემო და ვიზრუნოთ მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ონლაინ პლატფორმებს:

https://www.instagram.com/coffeesta__/
https://www.facebook.com/coffeestaGeo
https://www.coffeesta.com/

გრაფიკი: სრული განაკვეთი, თვეში 15 დღე;
სამუშაო საათები: 10:00-22:00სთ., ან 08:00-20:00 სთ.;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი;
ანაზღაურება: 850 ლარი + ბონუსი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის მომსახურება;
** სალაროს საქმიანობის წარმართვა;
** ბარში მუშაობა - ცივი და ცხელი სასმელების სხვადასხვა სახეობის მაღალ დონეზე მომზადება;
** სენდვიჩების აწყობა;
** სამუშაო სივრცეში სისუფთავის შენარჩუნება დადგენილი სტანდარტების მიხედვით.

უნარ-ჩვევები:

** ენერგიული;
** აქტიური;
** პოზიტიური.

ჩვენ გთავაზობთ:

** ორი სახის ბონუსს;
** ანაზღაურებად სტაჟირებას;
** ყავის აკადემიაში მასტერკლასს საერთაშორისო სერტიფიკატით;
** კორპორაციულ დაზღვევას;
** კვებაზე 40% იანი ფასდაკლებას;
** კარიერულ განვითარებას.

სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის. შერჩეული კადრები ადგილზე გადამზადდებიან და ასევე გაივლიან ტრენინგ კურსს ყავის შესახებ, საერთაშორისო სტანდარტებით, და გადაეცემათ "Master Barista"-ს სერტიფიკატი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@coffeesta.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე