Робота для біженців з України
გაყიდვების აგენტი - სამეგრელო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: Digital TV
გამოქვეყნდა: 02 აპრილი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
"DIGITAL TV" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე სამეგრელოში (სენაკი, ხობი, აბაშა)

DIGITAL TV არის ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი, რომელიც რეიტინგულ სატელევიზიო არხებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი ხარისხით ავრცელებს.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მათთან კომუნიკაცია
** მომხმარებელებისთვის პროდუქტის/მომსახურების შეთავაზება, უპირატესობების გაცნობა
** მომხმარებლების დარწმუნება და შეკვეთის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

** მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა;
** გამართული მეტყველების უნარი
** მომხმარებლის დარწმუნების უნარი.

ანაზღაურება: 700 ლარი + ბონუსები (თვეში დაახლოებით 1300-1500 ლარი)
ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი: კომპანიის არსებულ თანამშრომელთან, ინსტალატორთან ერთად მისი საკუთარი ავტომობილით გადაადგილება

სამუშაო გარემო: ე.წ. "კარდაკარ" პრინციპით
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (კვირაში 5 დღე)

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 30 აპრილი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@digitaltv.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ადგილმდებარეობის მიხედვით:

"გაყიდვების აგენტი - სენაკი"
"გაყიდვების აგენტი - ხობი"
"გაყიდვების აგენტი - აბაშა"

წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე