Робота для біженців з України
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: iTechnics
გამოქვეყნდა: 02 აპრილი / ბოლო ვადა: 02 მაისი
Apple-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, კომპანია "iTechnics" გუნდის ახალ წევრს ეძებს ქოლ-ცენტრის ოპერტორის პოზიციაზე.

"აიტექნიკსში" გელოდებათ გუნდი, რომელიც ყველანაირ ნეგატიურ სტერეოტიპს დაგიმსხვრევთ სამსახურზე და შეგიქმნით სასიამოვნო გარემოს.

ჩვენ შეგასწავლით:

** Apple-ის ტექნიკის და აქსესუარების შესაძლებლობებს;
** სატელეფონო მომსახურების სპეციფიკას;
** უშუალო მოვალეობასთან დაკავშირებულ ყველა ოპერაციას.

ჩვენ გპირდებით:

** სტუდენტებისათვის მორგებულ/მოქნილ გრაფიკსა და სწავლის ხელშეწყობას
** გუნდს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ერთმანეთის დახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გამჭირვალე და ღია კომუნიკაცია, და რაც მთავარია მეგობრული თანამშრომლები
** გამჭირვალე საბონუსე სისტემას
** ფასდაკლებებს
** პროფესიულ ტრენინგებსა და გასვლით თიმბილდინგებს
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობებს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** Fitpass
** შიდა გათამაშებებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სითი მოლი (საბურთალო)
განაკვეთი: სრული (10:00-19:00), შესვენება 1 საათი
დასვენება: 2 დღე (ნებისმიერი, შაბათი-კვირის გარდა, ზოგჯერ შესაძლებელია შაბათი-კვირაც) 
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (NET) (საშუალოდ ჯამში: 800-1000 ლ)

ძირითადი მოვალეობები:

** ქოლცენტრში შემომავალი ზარების ოპერირება;
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური დახმარების გაწევა;
** მომხმარებლებისთვის ეფექტური, თავაზიანი და კვალიფიციური დახმარების გაწევა;
** მომხმარებლისათვის Apple-ის პროდუქციაზე, ფილიალებში მიმდინარე აქციებისა და სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლის სატელეფონო მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.

საჭირო უნარ-ჩვევები: 

** გუნდური მუშაობის უნარი;
** სისხარტე და ოპერატიულობა;
** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართულად მეტყველება და კომუნიკაციის ჯანსაღად წარმართვის უნარი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

** ინგლისური ან/და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა სასურველია;
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია მაგრამ არა აუცილებელი მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება გაყიდვების და მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში. 

თუ თქვენ გსურთ შეუერთდეთ კომპანიას, რომელიც მხარს უჭერს თანაბარი შესაძლებლობების შექმნას და თანასწორი უფლებების გამოყენებას კომპანიაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე vacancy@itechnics.ge და subject ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანოონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

iTechnics გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე